May 1, 2024

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტის მოლარე ოპერატორს, ძალის გამოყენებით გასტაცა სალაროს უჯრა, მასში არსებული თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ ძარცვას გულისხმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაკითხვა 186 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.