"სფერო TV” იმ მევახშეების სახელებს და გვარებს ასაჯაროებს, ვინც მათი ინფორმაციით, ათასობით მოქალაქეს წლების განმავლობაში ატერორებს და ბინებიდან ასახლებს

"სფერო TV” იმ მევახშეების სახელებს და გვარებს ასაჯაროებს, ვინც მათი ინფორმაციით, ათასობით მოქალაქეს წლების განმავლობაში ატერორებს და ბინებიდან ასახლებს.

"სფერო TV"-ის მიერ იდენტიფიცირებულია ქვეყნის მასშტაბით ცნობილი შემდეგი მევახშეების სახელი და გვარი: ლელა გიგაშვილი, გიორგი სამხარაძე, ლია შანშიაშვილი, მამუკა ცირეკიძე, მარინა ჯანიაშვილი,  გიორგი შოთაძე, ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, ანა კენტელაძე, ბაია (მერი) მათიაშვილი, ეკატერინე ყოლბაია, ზაირა ძებისაშვილი, ფიქრია ჯიმშიტაშვილი, ნინო ჭეიშვილი, ნონა მანია, ლია წიკლაური, დარიკო კაღაშვილი, ზურაბ ხუბაშვილი, მალვინა ნაცვლიშვილი, გურამ გულედანი, ნანა ლაბაძე, დარეჯან დვალი, თეიმურაზ ემირიძე, ქეთევან რამიშვილი, მზია ტალახაძე, ლოლა მიქაია, ნანა ნაცვლიშვილი, ნატალია ჯანელიძე, გიორგი ჯანელიძე, ლელა დევრისაშვილი, მაია ოქრუაშვილი, ეთერ რამაზაშვილი, ეკა კვანტალიანი.

 

"თვითმკვლელობამდე მიყვანილი ადამიანები და უკანასკნელი საცხოვრისიდან უკანონო გამოსახლებები – სწორედ ამ ქმედებების უკან დგანან “სფერო TV”-ის მიერ გამოაშკარავებული მევახშეები, ისინი წლების განმავლობაში ატერორებდნენ და ერთადერთი საცხოვრისიდან ასახლებდნენ იმ დაზარალებულებს, რომლებსაც “იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია” წლების განმავლობაში იცავს. ორგანიზაცია უკვე 700 დაზარალებული ოჯახის ინტერესებს იცავს, სამწუხაროდ, მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.

 

მევახშეების მხილებათა სერიის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა, მოქალაქეების გაფრთხილება და დამნაშავე მევახშეების იდენტიფიცირება, რათა საზოგადოებამ გაიცნოს და უფრთხილდეს თითოეულ მათგანს, რათა ქვეყანაში დაზარალებულთა რიცხვი შემცირდეს", - აღნიშნულია "სფერო TV"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წაკითხვა 319 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.