April 26, 2024

"ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, ია კერზაიას შვილს დაზარალებულად ვერ ცნობენ"

პროკურატურა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადებას პასუხობს.

 

გენერალური პროკურატურის განცხადებაში განმარტებულია, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვიდრე არ დადგინდება ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით ჩადენილი კანონდარღვევა და გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოკვეთება, ია კერზაიას შვილს დაზარალებულად ვერ ცნობენ.

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

 

"პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია,”-ნათქვამია განცხადებაში.

 

ბაჩანა შენგელია დღეს გენერალურ პროკურორს სარჩელით მიმართავს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ითხოვს უკანონოდ იყოს მიჩნეული პროკურატურის უარი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. შენგელია ითხოვს შალვა თადუმაძემ საქმე პირადად განიხილოს. 

წაკითხვა 706 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 03 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.