April 26, 2024

2018 წელს ოჯახურ ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ოჯახში ძალადობაში ამხილეს 16 პოლიციელი, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა რვა პოლიციელს.

ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით,  ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა გაზრდილია, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით არის განპირობებული.

„გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აგრეთვე, გამოცემული შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი: 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2 828 საქმეზე, ხოლო 2018 წელს - 4 339 საქმეზე. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 986, ხოლო 2018 წელს 3 000-მდე პირის მიმართ.

2017 წელს გამოცემულ იქნა 4 370, 2018 წელს კი  5 472 შემაკავებელი ორდერი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.

წაკითხვა 875 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 09 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.