April 26, 2024

სხეულზე არსებული დაზიანებები „სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“ - ექსპერტიზის დასკვნა

ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხარისხის განსაზღვრისას, იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“.

როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, დაზიანებები სიცოცხლისდროიდნელია, განვითარებულია სიკვიდლის წინა ახლო პერიოდში.

 

ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში“.

 

როგორც დასკვნაში წერია, გვამს გამოკვლევით რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნება.

 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, გიორგი შაქარაშვილის სიკდვილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, რაც დასტურდება გვამიდან აღებული თირკმლის ცენტრიფუგატში დიატომური და ფიტოპლანქტონის არსებობით და გვამის გამოკვლევის დროს ნანახი მიკრო და მაკრომორფოლოგიური სურათით.

 

დოკუმენტის მიხედვით, „სიკვდილის დადგომიდან გვამის სასამართლო-მედიკური წესით გამოკვლევამდე გასულია 48 საათზე მეტი დრო“.

წაკითხვა 431 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 10 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.