May 18, 2024

"თუ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, სრულფასოვანი დასკვნის მიღება გაგვიჭირდება "

თუ თამარ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება, რადგან პროცესები საკმაოდ შორს არის წასული , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა დავით კუხალაშვილმა განაცხადა.

 

როგორც კუხალაშვილი აღნიშნავს, როდესაც დანაშაული ხდება, ჯობს, რეაგირება რაც შეიძლება, ადრე მოხდეს.

 

„თუ აქ არის მკვლელობა განხორციელებული გარკვეული ინექციით, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება, რადგან პროცესები საკმაოდ შორს არის წასული. ჯობს, რომ როდესაც დანაშაული ხდება, რაც შეიძლება, ადრე მოხდეს რეაგირება. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული და მნიშვნელოვანი ინფორმაციები ექსპერტიზას ექნება, მათ შორის, იმ კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით, რომელიც ამოღებულია. ამ ორი ექსპერტიზის გადამკვეთი, ჯვარედინი ინფორმაციები საგამოძიებო ჯგუფებს გარკვეულ ამოცანას ამოუხსნის“, - განაცხადა კუხალაშვილმა.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

წაკითხვა 565 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.