"მკვლელი შვილიშვილი არ მინდა" - შიმშილობის დაწყებას ზ.ხ.-ს ბებია და ბაბუაც აპირებენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამის შიმშილობას გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც შეურთდნენ.

უწყებასთან ცოტა ხნის წინ ბებია და ბაბუა მივიდნენ.

 

ისინი არასრულწლოვანი შვილთაშვილის მოთხოვნას უერთდებიან, რომელიც სიცრუის დეტექტორით დაკითხვას ითხოვს

 

"ვთხოვ გამოძიებას, დროზე იპოვოს დამნაშავე და დასაჯოს. თუ ჩემი შვილიშვილი იქნება დამნაშავე, დასაჯოს როგორც კანონია და წესია, აი ამას ვთხოვ გამომძიებელს. მე აქედან არ წავალ, ვიდრე არ გამოიძიებენ. ვიცი, რომ ტყუილად არის, ჩემი შვილიშვილის მჯერა, თუ კი არის მკვლელი, მე მკვლელი შვილიშვილი არ მინდა," - ამბობს ლიანა ხომასურიძე.

 

არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან განაახლა. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

 

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში თამაზ ხომასურიძე, სუიციდით იმუქრება.

წაკითხვა 767 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.