ვინ არის ამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგაზრდა

ამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგაზრდა ვლასი აბუთიძეა.

ამბროლაურის მერის, ზვიად მხეიძის ინფორმაციით, აბუთიძე ამბროლაურში კოტეჯს ფლობდა.

 

მერის თქმით, მას კონფლიქტი იმერეთიდან ჩამოსულ დაქირავებულ მუშებთან მოუვიდა. 

 

"გავიგე რომ რაღაც შელაპარაკება მოხდა. ის იყო კოტეჯის მფლობელი. დაკავებულები არიან. ვიღაც იმერლები არიან, ადგილობრივები არ არიან. მუშები არიან მგონი, კერძო სამუშაოებს ასრულებდნენ სოფელში. 2 პიროვნება იყო და ორივე დაკავებულია", - ამბობს ამბროლაურის მერი ტელეკომპანია "ფორმულასთან". 

წაკითხვა 488 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.