April 26, 2024

"ეუბნებოდა, წამოდი, სექსი არ გინდაო? - რას ჰყვებიან არასრულწლოვანის გარყვნილ ქმედებებზე

არასრულწლოვანი, რომელიც მცირეწლოვნებზე გარყვნილი ქმედების და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული შესაძლოა სხვა დანაშაულშიც ამხილონ. 

 

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს ერთწლიანი ისტორია აქვს. მათი მტკიცებით,14 წლის მოზარდი სხვა მოზარდთან სექსუალურ ურთიერთობას სისტემატურად, მათ შორის სკოლაშიც ამყარებდა. ოჯახის წევრებისა და თვითმხილველი ადგილობრივების კომენტარებს "რუსთავი 2" ავრცელებს. 

 

ერთწლიანი დანაშაულის დროს ნათესაურ კავშირში მყოფი ბიჭი მსხვერპლს დანით არაერთხელ, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. 9 წლის ბიჭი მომხდარის შესახებ იმ დრომდე ვერ ჰყვებოდა, სანამ მშობლებმა ამის შესახებ ძალადობის თვითმხილველი მეზობლისგან არ შეიტყვეს. 

 

არასრულწლოვანმა, დანით დაშინების გზით, ძალადობა სცადა ამავე სოფელში მცხოვრებ 8-9 წლის ძმებზეც.

 

ბავშვები სოფლის მიტოვებულ შენობაში მოტყუებით, სათამაშოდ შეიყვანა და მათთანაც სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. ბავშვების ტირილის ხმა კი მეზობელმა გაიგო, რის შემდეგაც მოძალადე გაიქცა. 

 

"თურმე სკოლაში პირდაპირ ეუბნებოდა, წამოდი, სექსი არ გინდა? როგორ შეიძლება ასეთი რამე? მოჰყავდა და ხან კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში შეჰყავდა და ხან სად თურმე. ნათესაური კავშირით შემოდიოდ. ნათესავი ჰქვია მაგას? მითხარით! ბავშვი არანაირად არ მეუბნებოდა, თურმე დანას ადებდა ყელზე, დაგკლავო. ახლაც ზუსტად ვერაფერს მეუბნება, დაშინებული ჰყავს" - უყვება მსხვერპლის დედა ჟურნალისტს. 

 

14 წლის მოზარდის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რის შემდეგაც ის პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.

 

მასთან ერთად პატიმრობაში გადაიყვანეს დაზარალებული ძმების მამაც, რომელმაც შემთხვევის გაგების შემდეგ ბრალდებულს ჭრილობა ყურის არეში მიაყენა.

 

ადგილობრივები დღეს მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობასთან დაზარალებული ბავშვების მამის გათავისუფლებასა და ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვდნენ.

წაკითხვა 940 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.