"ეს არათუ თვითმკვლელობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკვე ჯგუფური დანაშაული" - რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალების 28 ტომს სრულად გაეცნენ.

 

ოჯახის ინტერესების დამცველებმა გამოძიების ფარგლებში დაშვებულ სავარაუდო შეცდომებსა და ბუნდოვან გარემოებებზე ისაუბრეს.

 

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ეს არათუ თვითმკვლელობა, არამედ ჯგუფური მკვლელობა იყო. მისი განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილს არ შეუძენია იმ მედიკამენტების ნაწილი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

 

"ყველაფერი ეს არათუ თვითმკვლელობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკვე ჯგუფური დანაშაული. ნუთუ არ უჩნდება გამოძიებას კითხვები, რომ ეს აბები, რომლებიც მას არ შეუძენია აფთიაქში, როგორ აღმოჩნდა მის ჩანთაში სხვა აბებთან, იგივე იმ ვადაგასულ წამლებთან ერთად," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

ოჯახის ინტერესების კიდევ ერთი დამცველის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის მიხედვით, პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, თუმცა დანარჩენ ნივთებზე აღმოჩენილი სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.

 

"აღმოჩენილია ორ პირბადეზე სისხლის წვეთები, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონზე და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ," - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

წაკითხვა 802 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.