არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სუს-ში დაიბარეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამ დროისთვის გამოკითხვაზე "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგისა" და "ანტიკორუფციული საბჭოს" დამკვირვებლები იმყოფებიან.

 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ უწყებამ დასაკითხად რამდენიმე პირი დაიბარა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან.

 

ცნობისთვის, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციურ სცენარს ამზადებდა. ამასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

წაკითხვა 428 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.