შსს-მ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თედო გობეჯიშვილის ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული, სადაც მას გარდაცვალების მიზეზის დამდგენი პროცედურები უტარდება. 

 

"ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მხრიდან მუქარის ფაქტის შემდეგ გარდაიცვალა. 

 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამგვარი განცხადება ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური მანიპულირების მცდელობაა.

წაკითხვა 468 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.