April 29, 2024

იანვარი 25 2022 წაკითხვა 341 ჯერ

პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი შშმ პირის სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდა. მოზარდი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა გადაიყვანეს.

 

ნაცემი არასრულწლოვნის სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა მისი საზოგადოებრივი ადვოკატი, დედა და ასევე თარჯიმანი. საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

 

„ექსპერტიზის მიმდინარეობასთან და საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ დასაცავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, მას დეტალებზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება ჩემი ჩართვის მიზეზს, ვინაიდან ის არასრულწლოვანია, სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა მას ადვოკატი და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული. საქმის მასალები არ მიმიღია, დამატებით ვერაფერს გეტყვით",- განაცხადა არასრულწლოვნის ადვოკატმა ლედი კორძაძემ.

 

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

იანვარი 25 2022 წაკითხვა 298 ჯერ

მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაზიანებები თვალის არეში აქვს. როგორც ის აღნიშნავს, მისი შვილი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი, რათა მისთვის მიყენებული დაზიანებები შეფასდეს.

იანვარი 25 2022 წაკითხვა 283 ჯერ

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იანვარი 18 2022 წაკითხვა 287 ჯერ

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას ეხმაურება.

იანვარი 13 2022 წაკითხვა 293 ჯერ

თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი,- ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოებისკენ კი არა, მის მხარეს მიტრიალებულიყო.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 299 ჯერ

ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ.

გვერდი 31 სულ 97
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.