ივნისი 05 2020 წაკითხვა 445 ჯერ

ვარკეთილში, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია.  

ივნისი 03 2020 წაკითხვა 429 ჯერ

პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

ივნისი 02 2020 წაკითხვა 658 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ჯ. დააკავეს. მას ბრალი ედება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევაში.

 

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ამავე კორპუსში მცხოვრები მ.ჯ. შენიშნეს, რომელიც კომენდანტის საათს არღვევდა. პოლიციის თანამშრომლებმა იგი გააფრთხილეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც სამართალდამრღვევი მოქალაქე არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ მ.ჯ.-ს ოჯახის წევრები და მეზობლები, რომელთა დახმარებით ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა.

 

მომხდარი ინციდენტის შედეგად, პოლიციელებმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ივნისი 02 2020 წაკითხვა 622 ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

ივნისი 02 2020 წაკითხვა 403 ჯერ

ბათუმის საკათედრო ტაძარი გაქურდეს.

ივნისი 02 2020 წაკითხვა 394 ჯერ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გვერდი 67 სულ 97
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.