May 2, 2024

ივლისი 27 2021 წაკითხვა 312 ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა,- ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ივლისი 24 2021 წაკითხვა 311 ჯერ

ლექსო ლაშქარავასა და მის კოლეგა ჟურნალისტზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ის 1991 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც "სირცხვილიას" ოფისში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.

ივლისი 22 2021 წაკითხვა 378 ჯერ

"ძალიან მძიმე სანახავი იყო" - ვახტანგ გომელაურმა ლექსო ლაშქარავას ცხედრის პროზექტურაში გადასვენების პროცედურის შესახებ ისაუბრა.

ივლისი 21 2021 წაკითხვა 296 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

ივლისი 21 2021 წაკითხვა 311 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1955 წელს დაბადებული უ.დ. დააკავეს.

ივლისი 18 2021 წაკითხვა 349 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფონიჭალაში დააკავეს ნარკორეალიზატორი, რომელმაც ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირს ნარკოტიკი მიჰყიდა. 

გვერდი 32 სულ 81
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.