May 13, 2024

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მიიყვანეს

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ.

თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ.

 

როგორც სირაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ტერიტორიიდან მდუმარე აქციის მონაწილეებს გაიყვანენ.

 

„პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე სიტუაცია დაარეგულიროს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორი აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. შესაბამისად, ჩვენ ორივე მხარესთან საუბარი გვქონდა. აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას“, - განაცხადა სირაძემ.

წაკითხვა 333 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.