ივნისი 22 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6260 ლარი ეღირება, ევრო – 2.8891 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3552 ლარი.


ივნისი 22 2023

რუსეთის ფედერაცია საქართველოს განიხილავს როგორც რუსეთის უკანა ეზოს, თავად გეგმავენ ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააფართოვეს ლარსის საბაჟო ტერმინალი, რომ უფრო მარტივად მოახერხონ სანქციების გვერდის ავლა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.


ივნისი 22 2023

ვისურვებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჰყვეს ბოლომდე იმ გზას, რასაც ხაბეიშვილი სთავაზობს. რეალურად, ეს არ არის ხაბეიშვილის გზა, ეს არის მერაბიშვილის, კეზერაშვილის და იმ უბედურების მომტანი ხალხის გზა, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს რაც დაატეხა თავს, კარგად ვიცით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხაბეიშვილი ახმოვანებს იმას, რასაც ეუბნებიან.

 

„გააგრძელონ ასე და დავინახავთ 2024-ში როგორ პირწმინდად დამარცხდებიან. რაც შეეხება სააკაშვილს, რაღა დროს მიშა სააკაშვილია, არ ვიცი რა როლი უნდა ჰქონდეს. არ ვიცი როგორ იქნება, სააკაშვილი მობრუნდება და დაუბრუნდება საქართველოს პოლიტიკას თურმე და ამ ყველაფერს შემდეგ უკვე პირად კონტროლზე აიყვანს ხაბეიშვილი, შემდეგ მარცხნიდან მათ მიერ პატივაყრილი მელია დააზღვევს ამ პროცესებს, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. რა როლი უნდა ჰქონდეს, როდესაც თუ ვინმე მსოფლიო ისტორიაში ახსოვთ, როგორც ცნობილი მატყუარა, ყველას გაუსწრო. დღეს მსოფლიო ისტორიაში პირველ ადგილს იკავებს, რომელიც 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ უკვე ქართული დაავიწყდა. ვხედავდით მთელ ამ კასკადს და საინტერესოა, ახლა როგორ შეაფასებენ ის ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ პრაქტიკულად საათებია დარჩენილი ფატალურ შედეგამდე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.


ივნისი 22 2023

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე იყო 30 პროცენტი და ახლა 20 პროცენტზე ქვემოთაა ჩამოსული. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს სერიოზული პრობლემები და ამას უკავშირდება გაერთიანებასთან დაკავშირებით მოწოდებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით, სადაც ხაბეიშვილი წერს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, ამავდროულად, ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და უფრო გაძლიერდნენ.


ივნისი 22 2023

უკრაინაში გაეროს განაღმვის პროგრამის ხელმძღვანელის პოლ ჰესლოპის განცხადებით, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰესის კაშხლის ნგრევის შემდეგ, მდინარე დნეპრის დინებას შესაძლოა, შავ ზღვაში ნაღმები ჩაეტანა. ამის შესახებ, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, პოლ ჰესლოპმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ივნისი 22 2023

საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი თაზო დათუნიშვილი აცხადებს.


ივნისი 22 2023

„საზოგადოებას არაერთხელ გავუზიარე ჩემი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები ერთპოლუსიანი სამყაროს შექმნას. ამ მიმართულებით მათ უკვე სერიოზულ წინსვლას მიაღწიეს. ოლიგარქიულმა ოჯახებმა გადამწყვეტი კონტროლი მოიპოვეს ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. ოთხი კომპანიის - „ბლექროკის“, „ვანგარდის“, „სტეიტ სტრიტისა“ და „ფიდელიტის“ სახით, მათ შექმნეს საერთაშორისო ფინანსური მონოპოლია, რომელიც მართავს უმსხვილეს აქტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული კომპანიები ფიგურირებს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის უკან, რომელიც დღეს მსოფლიოში წარიმართება - უკრაინის ომით დაწყებული და ევროკომისიის კორუფციული სკანდალებით დამთავრებული“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილის წერს.


ივნისი 22 2023

შეერთებული შტატები და ნატო აგრძელებენ სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას, მათმა აგრესიულმა პოლიტიკამ, შეიძლება, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიყენების აგრესიული პოლიტიკით მათ საკუთარი თავის პროვოცირება მოახდინეს. აშშ და ნატო აგრძელებენ ფსონების აწევას და სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას. აშკარაა, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის. ვფიქრობ, არ არის საჭირო კიდევ ერთხელ ავხსნათ ამ კუთხით წარმოქმნილი სტრატეგიული რისკების არსი და მოვლენების შემდგომი განვითარების პოტენციურად კატასტროფული ხასიათი უარესი სცენარის შემთხვევაში“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, რუსეთი სრულად აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას და დასავლეთის ქვეყნებს სისტემურად უგზავნის გამაფრთხილებელ სიგნალებს.

„სიტუაციის შემდგომ გაუარესებაზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთის დედაქალაქებს ეკისრება. ჩვენი მხრივ, მხოლოდ მტკიცედ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები და არ ვურჩევდით დასავლეთს ამაში ეჭვის შეტანას“, - დაასკვნა ზახაროვამ.



ივნისი 22 2023

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.


გვერდი 168 სულ 1241
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.