ივნისი 20 2023

ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.


ივნისი 20 2023

რუსეთთან არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი, ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს კომუნიკაციის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია სატრანსპორტო კვანძის გახსნაში.


ივნისი 20 2023

ოპოზიციიდან ვინმეს საარჩევნო ბარიერის გადასალახად თუ სურს გაერთიანება, წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.


ივნისი 20 2023

წინასაარჩევნოდ პატარა პარტიების ლუსტრაცია ხდება. მათ გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

ოპოზიციური პარტიებზე საუბრისას ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი სავარაუდოდ, გაერთიანებას ვერ აცდებიან.

 

„მომხრე ვარ, რომ გაერთიანდნენ და ამას სავარაუდოდ, ვერ აცდებიან. არ მინდა, რომ ამ ბრძოლაში ჩემი ხაბე მარტო დარჩეს. ჭიჭე ვაშაძე ცალკე გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ. ყველას ერთნაირი ხელწერა აქვს, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი თესლიდან არის აღმოცენებული. „ნაცმოძრაობას“ ემიჯნებიან? – აბა, საკრებულოებს გადახედეთ. გახარია რომ მჭერმეტყველებს და ახლა გახდა დემოკრატი, თურმე, არ მოსწონს „ნაცები“. ისევე, როგორც ხაზარაძეს. მშვენივრად თანამშრომლობდნენ. ჭიჭე საერთოდ დუმს, დაიკარგა. წინასაარჩევნოდ პატარა პარტიების ლუსტრაცია ხდება. მათ გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ“, – განაცხადა ზარქუამ.

 

ივნისი 20 2023

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.


ივნისი 20 2023

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს.



ივნისი 19 2023

ჭიათურაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, “ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად, პასუხისმგებელია „რუსული ოცნება“, რომელიც მაღაროებს, სახელმწიფოსაგან დანიშნული დროებითი მმართველის მეშვეობით მართავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.


ივნისი 19 2023

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასავლეთის დემოკრატიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი პრიორიტეტი დაასახელა.


ივნისი 19 2023

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ.


გვერდი 171 სულ 1241
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.