მაისი 29 2023

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაქტს აფხაზეთზე არანაირი გავლენა არ აქვს და ე.წ. „რესპუბლიკისთვის“ მნიშვნელოვანია რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია ჰქონდეს.


მაისი 29 2023

“ლოკალურად ორი ფრონტის ხაზი გვაქვს - აღმოსავლეთის, სადაც ბრძოლის ხაზი ძალიან მჭიდროა, მხოლოდ მანევრირების საშუალებაა, და მეორე, სამხრეთის, სადაც რუსეთი “ყრუ თავდაცვაშია”, რაშიც მდინარე დნიპრო უწყობს ხელს. უკრაინული მხრიდან კონტრშეტევა ყველა მიმართულებით ნელი და თანამიმდევრული იქნება, ტემპს მოუმატებს და ისეთ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, როგორიც ბელგოროდია. ასეთი სტრატეგია ეტაპობრივად გამოაჩენს რუსეთის სუსტ მხარეებს, რასაც უკრაინა სათავისოდ გამოიყენებს, რუსეთს კი პრიორიტეტების დათმობა ანუ ძალების გადანაწილება და არჩევანის გაკეთება საჭიროების მიხედვით მოუწევს. უნდა გადაწყვიტონ, ბელგოროდის დაცვა უფრო პრიორიტეტულია თუ რომელიმე ოკუპირებული რაიონის, ქალაქის თუ დასახლების დატოვება. ერთბაშად ყველაფრის შენარჩუნებისა და გაკონტროლებისთვის საჭირო ცოცხალი ძალა აღარ ჰყავთ. ერთია აღება და სხვა - მისი შენარჩუნება და გაკონტროლება. თუმცა ელვისებურ მოქმედებებს არ უნდა ველოდოთ. ბელგოროდზე შეტევები შეიძლება რეპეტიციაც არის, მსგავს შემთხვევაში როგორ იმოქმედებენ თუნდაც ყირიმსა და სხვა ოლქებში”, - აცხადებს ექსპერტი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს იქნება ხანგრძლივი ომი”.

 

“უკრაინა ქმნის მოლოდინს, რომ ყველაფერს სწრაფად დაასრულებს, მაგრამ ასე იმიტომ იქცევა, რომ საოკუპაციო ძალები წნეხში ამყოფოს. თუმცა თავადაც იციან, რომ სწრაფად არ დასრულდება და ამიტომაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის მარაგი დააგროვონ. დასავლური მედია წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ომის პირველ თვეებთან შედარებით, ბრძოლა ისწავლეს და ეს გასაკვირი არ არის. როდესაც წელიწადზე მეტია მუდმივად ბრძოლაში ხარ, რაღაცას სწავლობ, ყოველი მომდევნო ამოცანისთვის უკეთესად ემზადები. უკრაინელებმაც ისწავლეს ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მომზადება ბევრად აღემატებოდა რუსებისას, მაგრამ ერთი კვირა ომში ყოფნა ერთ წელიწადს სამხედრო პოლიგონზე ყოფნას უდრის. ბევრად სწრაფად სწავლობ და მეომრადაც ბევრად სწრაფად ყალიბდები. დღეს რუსები ვითომ პოზიციური ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ, სინამდვილეში კი დიდი ხანია სამხრეთში თავდაცვაზეა გადასული და როგორც ჩანს, აღმოსავლეთშიც ასე მოუწევს. ერთადერთი `ვაგნერი~ იყო, რომელიც შეტევით ოპერაციებს ატარებდა, არც ადამიანურ რესურსს ზოგავდნენ და არც სამხედროს, თუმცა ახლა ისინიც გასვლას აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები მთლიანად თავდაცვით პოზიციებზე გადავლენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

 

“გასულ კვირას ბელგოროდში თავდასხმების გათვალისწინებით, ისეთი სურათი იკვეთება, რომ რუსეთს სხვა მიმართულებებითაც გაუგრძელდება თავდაცვითი რეიდი. რუსეთის საოკუპაციო ძალებს აღარ ჰყავთ საკმარისად მომზადებული შემადგენლობა, რომელიც ბოლო ხანებში თავდაცვითი პოზიციებისთვის სჭირდებათ, და უკვე ვეღარც მოამზადებენ. თორემ ის ჯარისკაცები, რომლებიც პირველივე დღიდან იბრძვიან, რასაკვირველია, უკვე უკეთ მომზადებული არიან, მაგრამ ეს დღევანდელი რუსეთის პრობლემას ვერ აგვარებს. ომის მოგებას ახალი ქვედანაყოფები სჭირდება, მათ კი ახალი ძალები არა ჰყავთ. რაც შეეხება ბელგოროდის რეიდს, მას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ასპექტები. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ასეთი თავდასხმები ძალიან მომგებიანია, რადგან იმ ლოკალურმა ინციდენტებმა რუსეთს უკვე აგრძნობინა, რომ უსაფრთხოდ ვერსად იქნება და რაც დრო გავა, თავდასხმები გახშირდება. რუსეთის მოქალაქეები უკვე ხვდებიან, რამდენად უსუსურები არიან ომის წინაშე, რომელიც, თუნდაც შარშან ეგონათ, რომ მათ არასდროს შეაწუხებდა. მით უფრო, როგორც აღმოჩნდა, რუსეთის თავდაცვას არა ჰყავს საკმარისი ძალა, რათა მდინარე დნიპროდან კუპიანსკამდე თავდაცვის ხაზი გაავლოს. ბელგოროდს კურსკის ოლქიც დაემატება და ასე გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით, რაც რუსეთს იძულებულს გახდის თავისი ისედაც გაძლებაზე მყოფი სამხედრო რესურსები გადაანაწილოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“კიდევ ერთი - ასეთი ღრმა რეიდები საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ლოჯისტიკურ კოლონებს. ამასთან, უკრაინელი სამხედროები რაც უფრო წაიწევენ წინ, შეეცდებიან ადგილობრივი მოსახლეობა გადაიბირონ, დაარწმუნონ, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერ იცავს მათ და ასეც არის. შესაძლოა ეს ახლა ვინმეს გადაჭარბებულ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ იქ ჯერჯერობით არც ისე ბევრი სამხედრო დანაყოფი მოქმედებს, მაგრამ მათი გაზრდის ალბათობა დიდია. მოსახლეობაში უკმაყოფილების მუხტი უკვე ძლიერია, რადგან არაერთხელ მოუწიათ ევაკუაციამ, ნაწილი ახლაც ვერ ბრუნდება სახლში. ეს არის პუტინის რეჟიმის სუსტი წერტილი, არ ჰყოფნის ხალხი საზღვარზე განსათავსებლად. ამიტომ რუსეთის თავდაცვის ნაწილები იძულებული გახდებიან ძალები ბელგოროდსა და შემდეგ სხვა მიმართულებებზეც გადაანაწილონ, ამისთვის კი, რომელიღაც ტერიტორიებზე სამხედრო ნაწილები უნდა მოხსნან. ომი პოლიტიკურ ასპექტსაც მოიცავს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთის ლეგიტიმურ ტერიტორიაზე თავდასხმაზე “ცოტა მტკივნეულად” რეაგირებენ, რადგან ომის ესკალაციას ერიდებიან. თუ რუსეთის ტერიტორიაზე ცოცხალი ძალა შევიდა, შეიძლება დასავლელმა პარტნიორებმა იარაღის მიწოდებაში სიფრთხილე გამოიჩინონ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ომში სამხედრო კომპონენტი მხოლოდ იარაღის მიწოდება არ არის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური, დიპლომატიური და საინფორმაციო მხარდაჭერაც, ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური თანადგომა, ლოჯისტიკა. შესაძლოა არაფერი მოჰყვეს და დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა... შიდა დაპირისპირება უკვე აშკარაა. პუტინის სისუსტეზე მიანიშნებს ისიც, რომ რუსეთში გავლენა ისეთმა პირებმა ჩაიგდეს ხელში, როგორიც პრიგოჟინია. მას არც განათლება აქვს და არც სამხედრო გამოცდილება, ერთი მედროვე ადამიანია, რომელმაც თავის თავს დიდი რუსეთის აღდგენისა და ძალაუფლების გავლენების გაზრდის მისია დაუწესა. თავის დროზე პუტინის დახმარებით შეიქმნა რეპუტაცია და დაიჯერა, რომ ყველაფერი შეუძლია. ბახმუტის შენარჩუნებაში გადაეშვა, თუმცა შემდეგ სოფლის გიჟივით წივილ-კივილით დარბოდა, იარაღი მომეცით, ბახმუტი უნდა ავიღოო... ეს დასახლება რუსეთისთვის პრიორიტეტული ვერ იქნება მაშინ, როდესაც ნოვოკახოვკა და მელიტოპოლი აქვს დასაცავი, რომელთა გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინელები მთელი სამხრეთის მიმართულებაზე კონტროლს აღადგენენ. ბახმუტის სტრატეგიულ ადგილად გადაქცევა უდიდესი სისულელეა, უბრალოდ, პრიგოჟინის ახირება იყო, რომ არ დათმობდნენ და იქ თავისი მეომრები თუ რუსეთის თავდაცვის ძალები ჩახოცა”, - ამბობს ლაშა ბერიძე.

 

“ეს არ არის ომი, სადაც რაოდენობრივი უპირატესობა გადამწყვეტია, საბოლოო შედეგს მაინც ხარისხი განსაზღვრავს. ამ ომში კარგად აღჭურვილი და მომზადებული სამხედროები არიან საჭირო. ამის მკაფიო მაგალითია ბახმუტი - ამდენი თვეა 72-ათასიან დასახლებას ეჯაჯგურებიან, არაერთხელ უპატაკეს პუტინს, ავიღეთო, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც უკრაინული მხარის ხელშია. ბახმუტის აღების ფასად ყველგან შეუსუსტდა სამხედრო პოზიციები. ეს პრიგოჟინის ამბიციების შედეგია. დიდი ხანია წაგებული ომის გმირობისთვის ემზადება, მაგრამ რომ მარცხდებიან, უკვე თავადაც აღიარა... სარაკეტო დარტყმებით რუსეთს სურს როგორმე უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები გამოელიოს, ამის შემდეგ ბრძოლაში ავიაციას ჩართავს, რომელსაც წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, ვერ იყენებს, რადგან უკრაინას ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვა აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა არ შესუსტდეს”, - თვლის პოლკოვნიკი.

 

“რუსი სამხედროები გადაიღალნენ, გამოიფიტნენ, საჭირო რაოდენობით როტაცია ვერ ხერხდება. ამუნიციის, საკვების, იარაღის, მართვის, წესრიგის, ყველაფრის დეფიციტია რუსულ არმიაში, ამიტომ ყველა ცდილობს არმიაში სამსახურს თავი აარიდოს, ქვეყნიდან გაიქცეს, თუნდაც სამუდამოდ. შეიარაღებული ძალებიდან გარბიან კონტრაქტორები, ოფიცრები და ევროპის ქვეყნებში თავშესაფრებს ითხოვენ. ადგილობრივ მედიას უყვებიან იმ არაადამიანურ პირობებზე, რაც გამოიარეს. რუსეთის არმიაზე აღმატებული შეხედულება მოსახლეობის პრივილეგირებულ ნაწილს არასდროს ჰქონია, მაგრამ ახლა იქ მსახურება საშუალო და ღარიბ ფენასაც აღარ უნდა. ომი უკვე შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის სახლებშიც, გახშირდა დაბომბვები, გააქტიურდნენ დრონები, მოტივაცია დაეცა. საპირისპირო მდგომარეობაა უკრაინაში - მშვიდობიანი მოსახლეობა ომში ცხოვრებას შეეჩვია, მუშაობენ, სწავლობენ, ვითარდებიან... რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ისინი თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას იცავენ, ბრძოლასაც სწავლობენ და ომსაც, მოტივაცია კი მაშინაც არ აკლდათ, როდესაც რუსეთის პირისპირ მარტო იყვნენ და არ იცოდნენ, მეორე დღეს რა იქნებოდა, ახლა კი კონტრშეტევაზე გადადიან გამარჯვების მოლოდინში”, - დასძენს ბერიძე.


მაისი 29 2023

მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების" მაშინდელმა ბოსებმა - თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.


მაისი 29 2023

„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი, ცხვრის ქურქი გადაიცვა და შერიგების ტონი შეარჩია, ეს გამოწვეულია ბრიუსელში ზურაბიშვილის გამოსვლით - ეშინიათ, კიდევ არ ამხილოს ისევე, როგორც 26 მაისს თავს ლაფი დაასხა ხელისუფლებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" ასევე ეშინია, ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას არ შეიწყალოს.

 

„თუ ამას გააკეთებს ძალიან ძლიერი ნაბიჯი იქნება, თუ არ გააკეთებს, მიხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. "ქართული ოცნების" მხრიდან ეს არის ერთდღიანი ფარისევლობა და მალე ვნახავთ, როგორ გაგრძელდება თავდასხმები როგორც ოპოზიციაზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, რადგან უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ზურაბიშვილმა პირწმინდად მოუგო მეორე რაუნდი "ქართულ ოცნებას". პირველ რაუნდში "ქართულმა ოცნებამ" ტერორის ქვეშ მოაქცია პრეზიდენტი და ის იყო ფაქტობრივად უუფლებო, ხელფეხშეკრული, მას ამ პერიოდის განმავლობაში, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ახლა გამოცოცხლდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები,"- განაცხადა გოცირიძემ.

 

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“.

 

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.


მაისი 29 2023
ქუთაისში, 27 მაისს სტარტი აიღო დასავლეთ საქართველოს ბეთლაივ მასტერ ლიგის გათამაშებამ, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 20 გუნდი მონაწილეობს.

მაისი 29 2023

სამწუხარო რეალობაა, რომ ცალკეული პირები პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებასაც დაჟინებით ითხოვენ, ეს თხოვნა არაა და არის პირდაპირი მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მაისი 28 2023

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.


მაისი 28 2023

ამერიკელი ხალხის სახელით თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში განაცხადა.


მაისი 28 2023

რუსეთის ბანაკში ყოფნა ნიშნავს ვასალობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - "გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" მედიასთან განაცხადა.


მაისი 28 2023

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გადასცემს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება.


გვერდი 185 სულ 1239
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.