წარმატებული ოპერაციის შემდეგ, სპილო „გრანდი“ ნარკოზიდან გამოვიდა. ოთხსაათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დაჩირქებული ეშვი ამოღებულია. სამხრეთ აფრიკიდან მოწვეული მედიკოსები ამბობენ, რომ ,,გრანდის" სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოქტომბერი 31 2018
წაკითხვა 988 ჯერ
ოქტომბერი 29 2018
წაკითხვა 935 ჯერ
თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილოს გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. 31 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი (Gerhard Steenkamp) და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი (Adrian S.W. Tordiffe) ჩამოვლენ. 30 ოქტომბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლები დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებენ ოპერაციისა და გაშუქების რეგულაციების შესახებ.