დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთო.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბადრი კვარაცხელია დაიღუპა.
გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანულ გამოცემა FAZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.