November 21, 2024

ნოემბერი 11 2024 წაკითხვა 91 ჯერ
ინგრედიენტები:
 
1   შეკვრა მაკარონი ფარფლე
 
450   გრამი საქონლის ფარში
 
1   ცალი დაჭრილი პატარა ხახვი
 
1   ქილა ტომატ-პასტა
 
230   გრამი ყველი მოცარელა
 
1⁄4  ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
 
მომზადების წესი:
 

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200°C-ზე.

 

დიდი ქვაბი შეავსეთ მცირედად მარილიანი წყლით და მაღალ ტემპერატურაზე მიიყვანეთ აქტიურ დუღილამდე. შეურიეთ 230 გრამიანი მაკარონი ფარფლე (პეპლის ფორმის მაკარონი), კვლავ წამოადუღეთ. დროდადრო ურიეთ. ხარშეთ დაახლოებით 12 წუთით, სანამ კარგად არ მოიხარშება (უნდა შეინარჩუნოს სიმყარე). გადაწურეთ.

 

თუშეთ ტაფაზე ფარში და ხახვი (სურვილისამებრ) 5 წუთით, სანამ ფარშს მეტ–ნაკლებად არ გადაუვა ვარდისფერი. გადაწურეთ ცხიმი. შეურიეთ 800გრამიანი პასტას სოუსი და მიიყვანეთ დუღილამდე. შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ.

 

შეურიეთ სოუსს მოხარშული მაკარონი და ერთი სანტიმეტრის კუბებად დაჭრილი ყველი მოცარელას ნახევარი. კარგად აურიეთ. გადაიტანეთ 2 ლიტრი ტევადობის საცხობ ლანგარზე. მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა და პარმეზანი.

 

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 15–20 წუთით, სანამ მსუბუქად არ გადაიბრაწება.

 

წყარო:kulinaria.ge

გვერდი 1 სულ 24
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.