სხვადასხვა ტელევიზიაში ვნებათაღელვა შეიმჩნევა, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. გეტყვით: ის იქნება, ვისაც სინოდი აირჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია, ვინ უნდა იყოს, თუმცა ეს სულიწმინდის გადასაწყვეტია. ამ საქმეში არავის აქვს ჩარევის უფლება, გარედან მსგავსი „მკითხაობა“ ზედმეტია. ვისაც ხმას მივცემთ, ის აუცილებლად იქნება არჩეული და ნებისმიერი მათგანი ღირსეული პატრიარქი იქნება, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა.
ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია, – ამის შესახებ მეუფე ვახტანგმა (ახვლედიანი) გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
“კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის შემდეგ ყველაზე აქტუალური საკითხია, თუ ვინ გახდება ახალი პატრიარქი. შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საფეხურს მოიცავს და ეკლესიის მეთაურის არჩევა, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში მოხდება.
,,მართალი ადამიანის გარდაცვალებას თან სდევს ნუგეშიც და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულის. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიმართ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატად. ეს სიყვარული, ერთიანობა გვაძლევს დიდი სულიერ ძალას, ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ურთულესი დღეები”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
