FirstNews.ge-მ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა
დღეს, FirstNews.ge-მ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. ქუთაისში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდი ბევრისთვის, განსაკუთრებით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო დაეხმარა მათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ახალ წელს ყველა ბედნიერი უნდა იყოს და არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. #სიკეთეგადამდებია
ამ ქველმოქმედებაში, განსაკუთრებული წვლილი FirstNews.ge-თან ერთად ჩვენმა საინტერესო რესპონდენტმა შეიტანა. მისი სურვილით მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ. დიდი მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის და რამდენიმე ადამიანის გახარებისთვის.

ტეგები:
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა