ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

30 და 31 დეკემბერს, დღის მანძილზე, ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარსა და დავით აღმაშენებლის მოედანზე დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

"ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ცენტრალურ მოედანზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკინგი, შემდეგი გრაფიკით:

 

29 დეკემბრის 10:00 საათიდან 30 დეკემბრის 23:00 საათამდე და 31 დეკემბრის 04:00 საათიდან 1 იანვრის 09:00 საათამდე,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

წაკითხვა 264 ჯერ