,,ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი"- მეუფე იოანე
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.
იოანე გამრეკელი განმარტავს, რომ ეკლესია არჩევანის წინაშე დგას – გაიზიარონ პატრიარქის შემოთავაზება და დაეთანხმონ მას, როგორც კათალიკოსის ანდერძს, თუ უგულებელყონ ილია მეორის ანდერძი, რომ წლების განმავლობაში მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით და სახელით მოქმედებდა და პატრიარქს წარმოადგენდა.
მიტროპოლიტის განცხადებით, ახლა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას ეკლესია, სინოდი და ერი. ქუთათელ-გაენათელი აღნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის უმტკივნეულო იქნება, რომ ეკლესია პატრიარქის არჩევანს დაეთანხმოს.
„ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი. წლების მანძილზე მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით მოქმედებდა, პატრიარქის სახელით და მან უკვე იცის არეალი საქმიანობის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების, გარკვეული გამოცდილება შეიძინა მან და ერი და ბერი შეეჩვია, რომ ის წარმოადგენდა პატრიარქს. უწმინდესმა მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ შემოგვთავაზა თავისი არჩევანი. უწმინდესმა ასე აირჩია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ლილე
- ,,კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო"- თენგიზ შარმანაშვილი
- დღეს ვლაქერნობა აღინიშნება
- 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები"- კახა კალაძე
- ,,სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში"- ზურაბ ჯაფარიძე
