დღეს წაჩხურობას აღნიშნავენ
წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს. წელს წაჩხურობა 16 აპრილს აღინიშნება.
დღევანდელი ტაძრის ადგილას VII საუკუნის ეკლესია მდგარა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ განახლებულმა, XVIII საუკუნის ტაძარმა მოაღწია.
წაჩხურობას მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მთელი საქართველოდან მიდიან მოსალოცად და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ. მომლოცველებს პატარა აკვნები (ზოგჯერ აკვანში თოჯინაც წევს) მიაქვთ ეკლესიაში.
წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ლილე
- ,,კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო"- თენგიზ შარმანაშვილი
- დღეს ვლაქერნობა აღინიშნება
- 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები"- კახა კალაძე
- ,,სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში"- ზურაბ ჯაფარიძე
