ამ გვერდის ამობედვა

ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით,  ორი ადამიანი, რომელიც ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, უარს აცხადებს მკურნალობაზე.

[ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს].მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ჯამში ძაღლმა მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22-მდე ადამიანს უკბინა. პირველი აცრა ყველა მათგანს ჩაუტარდა. თავად ძაღლის სიკვდილის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, დღეს კი გაირკვა, რომ მას ცოფი დაუდასტურდა. 

წაკითხვა 243 ჯერ