გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ ერდოღანს უსწრებს
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, „მოტო ენდ ბულგუ რისერჩის“ მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ქემალ კილიჩდაროღლუს ამომრჩევლების 49.5% უჭერს მხარს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 41.5%. მესამე ადგილზეა მუჰარემ ინჯე, 6.5%-ით, მეოთხეზე კი, სინან ოღანი, 2.5%-ით. კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს მეორე ტურის შემთხვევაში, კილიჩდაროღლუს ამ შემთხვევაში რესპონდენტთა 51,4%-ის, ერდოღანს კი - 40,9%-ის მხარდაჭერა აქვს.
შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს