"ვერ ხვდებით, რომ ეს განუკითხაობა, რომელსაც მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებამ, თქვენც შეგეხებათ?!"

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 

 


,,2 დღეა ვკითხულობ გაერთიანებული ოპოზიციის აქციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა პოსტებს და ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ რო თავისი ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონად გამოაცხადა ეგ მახსენდება, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს მართლა არ ქონდათ საშუალება სინამდვილეში რა მოხდა გაეგოთ ან ენახათ. 

საზმაუმ ისეთი სიმაღლიდან გადაიღო აქცია, დედამიწა გლობუსად რომ მოჩანს და მაინც აქციის ის ნაწილები აჩვენა როცა უკვე იშლებოდა ან ჯერ დაწყებული არ იყო. 
წერენ 200–300 კაციო, ზოგმა 5 ათასიც გაიმეტა, ერთი–ორმა რეალობასთან მიახლოებული რაოდენობა 8–9 ათასი თქვა, 10 ათასის დაწერა მაინც დაენანა. ვის ატყუებთ ხალხო თქვენ თავს? 2 დღით ადრე სპონტანურად გამოცხადებულ აქციაზე 800 ათასი რომ არ მივიდა ამაზე ქირქილებთ და პატრიოტთა ალიანსით გაფორმებულ იმ სამარცხვინო აქციას ადარებთ, რომელიც ამდენი მოსყიდვების და რაც მთავარია 600 ათასი კაცის გათეთრების ტყუილი დაპირებით შეიკრიბა და რომელთა მონაწილეებიც ზაზას და მალხაზის შვილებზე მოსაკლავი იყო და წესიერად გაეზარდაო ამას ამბობდნენ?! 

რომელიმემ მოუსმინეთ ვაშაძის გამოსვლას აქციაზე და იქ რაიმე დესტრუქციული ან უგუნური დაინახეთ ნაბოდვარს რომ უწოდებთ?! აღარაფერს აღარ ვამბობ იმაზე რომ მართლა 2 კაციც რომ ყოფილიყო აქციაზე, სიმართლე რაოდენობით არ იზომება და ვინ ვინ და ჩვენ ყოფილმა დისიდენტებმა ეს ძალიან კარგად ვიცით! 
გამარჯვებულები ასე არ იქცევიან – გამარჯვებულები მშვიდდებიან და უფრო ლოიალურები ხდებიან მოწინააღმდეგის მიმართ, ოღონდ ეს მაშინ როცა დარწმუნებულები არიან რომ გაიმარჯვეს! აი ესაა თქვენი პრობლემა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებო, რომელთა შორის უამრავი ჩემი ახლობელია – თქვენ ჩვენზე კარგად იცის როგორ და რის ფასადაა მოპოვებული ის რასაც ეს ნაძირალა ხელისუფლება გამარჯვებას ეძახის! თქვენ ჩვენზე კარგად იცით რომ არც ერთი დაპირება არ შესრულდება და ყველაფერი უარესობისკენ წავა! მაშ რა გრჯით და რატომ იფურთხებით მათ წინააღმდეგ, რომელთა გვერდითაც აღმოჩნდებით ხვალ?! 

დავიჯერო ვერ ხვდებით ეს განუკითხაობა, რომელსაც მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებამ – კალაძემ და სხვებმა, თქვენც რომ შეგეხებათ?! სწორედ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვართ, ამ გზით გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩვენთან ბრძოლა და ეს თქვენც შეგეხებათ! ნაცვლად ამის ანალიზისა, ეხლა იმას გაიძახით აბა სადაა ის 800 ათასი, გააყალბა გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებიო! თქვენ თავად არ გეცინებათ ამაზე?! ძალიან გინდათ რომ ეს მილიონამდე ადამიანი ერთად შეკრებილი ნახოთ? ცოტა ხანში ეს რაოდენობა გაიზრდება და თქვენით გაიზრდება! დაფიქრდით ამაზე! ჩვენ ხვალ ყველამ ერთმანეთის გვერდით უნდა ვიცხოვროთ და ისე ნუ იზამთ რომ არაკაცობის, ლაჩრობის, უღირსებობის ასეთი უბადრუკი გამართლებით თავების აწევის შეგრცხვეთ მერე! 

კი არ აილესოთ ამას როცა წაიკითხავთ, დაფიქრდით და სიმართლეს შეხედეთ თვალებში! ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეაში – ეს საქართველოა! ღმერთი თქვენკენ''-წერს ირინა სარიშვილი.
წაკითხვა 959 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.