"დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი სტანდარტით მიდგომაა რუსეთთან" - გია ხუხაშვილი
სანქციებს, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს, უკრაინის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო დაუწესეს, არასაკმარისად მიიჩნევს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
ხუხაშვილი ამბობს, რომ მიღებული სანქციები რუსეთისათვის როგორც სადამსჯელო, ეფექტური ვერ იქნება და დასავლეთის შეცდომა რუსეთთან დასავლური სტანდარტებით მიდგომაა.
„დასავლეთის მხრიდან ვინც იცნობს რუსეთის ბუნებას, იცის, რომ მიღებული სანქციები, როგორც შემაკავებელი ვერ იქნება ეფექტური და როგორც სადამსჯელო არასაკმარისია.
თუ გათვლაა რუს ხალხზე - ისტორიულად გაჭირვების გამო მათი აგრესიის ვექტორი ყოველთვის მიიმართება გარე მტრების და არა საკუთარი ხელისუფლებისკენ.
თუ გათვლაა რუსული ფინანსური ელიტის უკმაყოფილებაზე, ესეც ილუზიაა, რადგან ეს ხალხი მთლიანად ინტეგრირებულია ხელისუფლებაში და შესაბამისად პოლიტიკურად აბსოლუტურად კონტროლირებადი.
დასკვნა - დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი სტანდარტით მიდგომაა რუსეთთან,“- წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის კუთვნილი ტერიტორიები ლუგანსკი და დონეცკი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, რასაც დასავლეთის მხრიდან მკაცრი სანქციები მოჰყვა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი