Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/modules/mod_omgmenu/helper.php on line 75
ჩატარდება თუ არა ფესტივალი Tbilisi Open Air წელს

ჩატარდება თუ არა ფესტივალი Tbilisi Open Air წელს

ფესტივალი Tbilisi Open Air წელს აღარ ჩატარდება.

ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები, განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

 

ფესტივალის ახალ თარიღად 2021 წლის 25-26-27 ივნისი დასახელდა.

 

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ, ფესტივალის ორგანიზატორები, უამრავ ადამიანთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა გზა, რომლის საშუალებითაც ამ გადაწყვეტილების მიღება აღარ მოგვიწევდა. ვეცნობოდით ყველა მასალას და პროგნოზს, ვამუშავებდით ადგილობრივ და გლობალურ რეგულაციებს, ვაწარმოებდით კონსულტაციებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას ადგილობრივი და უცხოური ფესტივალების წარმომადგენლებთან, ვესაუბრებოდით ჩვენს არტისტებსა და კოლეგებს.

 

მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფესტივალის დამსწრეები, ჩვენი არტისტები, პარტნიორები, სპონსორები, ვენდორები, სტაფი, მოხალისეები და მთელი ის უზარმაზარი ჩემპიონთა ოჯახი, რომლის ერთობაც ქმნის ფესტივალს - ბუნებრივია, ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით. 

 

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაიგებენ ამ პოზიციას და გვერდით დაგვიდგებიან. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს და 2021 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც წლევანდელ იმედგაცრუებასა და ორწლიან მოლოდინს სრულიად აანაზღაურებს. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენ უკვე დავიწყეთ.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარღვევთ ტრადიციას და 2021 წლის ფესტივალის თარიღებს ახლავე ვაცხადებთ: Tbilisi Open Air 2021 ჩატარდება 25-26-27 ივნისს“, - ნათქვამია განცხადებაში.


Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
წაკითხვა 861 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020
[tabs max_width="" class="tab_style1 noborder"]
[tab title="მედია"]
[module class="" type="mod" params="166" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="საზოგადოება"]
[module class="" type="mod" params="116" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="ჯანდაცვა"]
[module class="" type="mod" params="117" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="კულტურა"]
[module class="" type="mod" params="167" modstyle="" /]
[/tab]
[/tabs]
[columns]
[column xs="12" xs_offset="0" sm="7" sm_offset="0" md="7" md_offset="0" lg="7" lg_offset="0" class=""]
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

[lists type="caret-right" class="padd0 ot-color"]
[list_item]კონტაქტი[/list_item]
[list_item]რეკლამა ჩვენთან[/list_item]
[/lists]
[/column]
[column xs="12" xs_offset="0" sm="5" sm_offset="0" md="5" md_offset="0" lg="5" lg_offset="0" class=""]
[/column]
[/columns]

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.