"უსასტიკეს წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამის ჩამდენებს" - მარიამ კუბლაშვილი
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის? ! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!
სად არიან გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა? გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ასაკი, მათი ნაცნობობა ან უცნობობა.. მათი საერთო ინტერესები თუ… ? უფრო მეტად სასტიკია მკვლელი/ ები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა! ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, მის დენად ხასიათს და არ შეატყობინა პოლიციას – თანამონაწილეა!
ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული! როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს.”– წერს მარიამ კუბლაშვილი.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ლილე
- ,,კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო"- თენგიზ შარმანაშვილი
- დღეს ვლაქერნობა აღინიშნება
- 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები"- კახა კალაძე
- ,,სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში"- ზურაბ ჯაფარიძე
