Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/modules/mod_omgmenu/helper.php on line 75
"ახალგაზრდის გარდაცვალებამ პირადი ტკივილი განმიახლა" - დავით ასათიანი

"ახალგაზრდის გარდაცვალებამ პირადი ტკივილი განმიახლა" - დავით ასათიანი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, დროა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ადვოკატის და მართლმსაჯულების როლი სწორედ ისაა, რომ დანაშაულში მონაწილე პირმა, პასუხი აგოს თავის მოქმედებაზე იმ მოცულობით და ხარისხით, რაც ჩაიდინა, რაშიც ბრალი მიუძღვის, არც მეტი და არც ნაკლები.

 

"19 წლის ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შემძრა და წლების წინანდელი პირადი ტკივილი განმიახლა. ტკივილი, რომელიც სულ თან დამყვება. ამ დროს, ოჯახის ნუგეში და სამძიმრის სიტყვები უძლურია, ერთია მხოლოდ - ლოცვა გარდაცვლილის სულისთვის.

 

ასევე შემძრა საზოგადოების აგრესიამ, რომელიც ლამის ლინჩის წესით ადამიანების გასამართლებას ითხოვს, არავინ ელოდება დანაშაულის ბოლომდე გამოძიებას, იმის გარკვევას თუ ვის რა ბრალი და რა ხარისხით მიუძღვის დანაშაულში, არა - ყველა სასტიკად უნდა დაისაჯოს!!

 

აბულინგებენ ყველას, მათ შორის ადვოკატებს, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, ზოგიერთი მაღალკვალიფიციურად, ზოგიც ნაკლებად, თუმცა ადვოკატის არჩევა მათი კლიენტის გადასაწყვეტია და არა ხალხის.

 

თუ ნორმალური საზოგადოება და სახელმწიფო გვინდა, დროა გავიგოთ, რომ ადვოკატის უფლება აქვს ყველას, სერიული მკვლელიდან დაწყებული ნიურნბერგის ნაცისტი დამნაშავით დამთავრებული და რომ არც ერთ ნორმალურ საზოგადოებაში, ადვოკატი თავისი პროფესიის გამო არ ხდება შეჩვენების ობიექტი.

 

დროა გავიგოთ, რომ ადვოკატის და ზოგადად მართლმსაჯულების როლი სწორედ ისაა, რომ დანაშაულში მონაწილე პირმა, სამართლიანი პროცედურის შედეგად, პასუხი აგოს თავის მოქმედებაზე იმ მოცულობითა და ხარისხით, რაც ჩაიდინა, რაშიც ბრალი მიუძღვის, არც მეტი და არც ნაკლები.

 

იმას მაინც თუ ვხვდებით ნეტა, რომ ასე ხელაღებით ყველას “დახვრეტა-განადგურების” მოთხოვნით სისასტიკის და სიძულვილის წახალისებას ვახდენთ და ხელს ვუწყობთ ძალადობის ახალი ტალღის გავრცელებას.

 

დავფიქრდეთ, საზოგადოების ზღვარგადასული აგრესიის ბრალიც ხომ არაა ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის მაღალი დონე ჩვენს ახალგაზრდებში," - წერს დავით ასათიანი.


Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
წაკითხვა 1329 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 03 2020
[tabs max_width="" class="tab_style1 noborder"]
[tab title="მედია"]
[module class="" type="mod" params="166" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="საზოგადოება"]
[module class="" type="mod" params="116" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="ჯანდაცვა"]
[module class="" type="mod" params="117" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="კულტურა"]
[module class="" type="mod" params="167" modstyle="" /]
[/tab]
[/tabs]
[columns]
[column xs="12" xs_offset="0" sm="7" sm_offset="0" md="7" md_offset="0" lg="7" lg_offset="0" class=""]
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

[lists type="caret-right" class="padd0 ot-color"]
[list_item]კონტაქტი[/list_item]
[list_item]რეკლამა ჩვენთან[/list_item]
[/lists]
[/column]
[column xs="12" xs_offset="0" sm="5" sm_offset="0" md="5" md_offset="0" lg="5" lg_offset="0" class=""]
[/column]
[/columns]

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.