"ჩუმად ვეფერებოდი და უდებილეს რჩევებს ვაძლევდი" - ელენე ხოშტარია
"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას შვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში საკუთარ გამოცდილებაზე წერს და ამბობს, რომ განსაკუთრებულად ღელავს.
"ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერს იმას ვასახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი.
ნუ ჯერ ხომ ვიძახდი რა უბედურებაა რომ მიყვებიან მშობლები თქო, დიდი ბიჭია თვითონ წავიდეს. 6 ზე უკვე ფეხზე ვიყავი. სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა ლამის ხეზე ავძვერი. ჩუმად ხომ ვეფერებოდი და უდებილესს რჩევებს ვაძლევდი. მერე მეტაფორა და ეპითეტი დამავიწყდაო და ნერვიულად ვუხსნიდი ისე, რომ არასდროს არ ეცოდინება ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა. ‘აი რომ შეამკობ რა საკაიფო ეპითეტებით’ ვეუბნები და ნუ მთხოვა გავჩუმდე. ბოლოს, ცხადია, ცრემლები, როგორც პირველ კლასში რომ მიდიოდა. ეხლა ვდგევარ და სამყაროს ნიშნებს ვიღებ, რომ მივხვდე როგორ წერს. გაღიმებული ადამიანი თუ ჩამივლის ესეიგი კარგად, თუ ვინმეს ჩხუბის ხმა მომესმა, ესეიგი შეცდომით შემოხაზა.
არადა სულ ვუხსნიდი, მთავარია იშრომე და მერე დაიკიდე, რა აპოკალიფსს ხატავენ ამ გამოცდებიდან თქო და მე თვითონ მოვუწყვე აპოკალიფსი.
‘დედაენაცვალოს’
P.s. რა თქმა უნდა, ჩუმად ფოტოებიც გადავუღე, მაგრამ ამაში მაინც გავუწევ ანგარიშს და არ დავდებ" - წერს ხოშტარია.
სიახლეები
- ,,ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად დასრულება"- ზელენსკი
- ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“
- რუსეთის თავდასხმას ხარკოვში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია
- დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიები, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
- “გამოართვა თანხა და სცადა, მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს” – სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა