ამ გვერდის ამობედვა

"შინ შუქი არ გვაქვს, სიბნელეში ჯდომას, აქ ყოფნა სჯობია" - როგორ აღნიშნავენ უკრაინელები შობა-ახალ წელს?

შო­ბის ღა­მეს, როცა უკ­რა­ი­ნე­ლი კა­თო­ლი­კე­ე­ბი დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ლვო­ვის ლა­თი­ნურ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შე­იკ­რიბ­ნენ, ელექტრო­ე­ნერ­გია გა­თი­შუ­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, შო­ბის მე­ო­რე დღეს, მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი კვლავ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­შის ხმამ გა­აღ­ვი­ძა. რუ­სე­თი დღე­სას­წა­უ­ლის დრო­საც გა­ნაგ­რძობ­და უკ­რა­ი­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ცენ­ტრე­ბის და­ბომბვას. შო­ბის ღა­მეს, ხერ­სონ­ში, თავ­დას­ხმის შე­დე­გად 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ომის ფონ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც ცდი­ლობს, რომ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა შე­იქ­მნას და უი­მე­დო­ბას არ მის­ცეს თავი. Guardian-ი ლვო­ვის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მრევლს, 50 წლის ოკ­სა­ნა მი­ხა­ი­ლოვ­ნას ესა­უბ­რა ომის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ. ქა­ლის თქმით, მისი ოჯა­ხი წელს ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს შო­ბის დღე­სას­წა­ულს, 25 დე­კემ­ბერს და 7 იან­ვარს: "მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვა­პი­რებთ აღ­ნიშ­ვნას. არ გვაქვს სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა. ზო­გა­დად, სამ­სა­ხურ­ში კო­ლე­გე­ბი ერ­თმა­ნეთს რე­ცეპ­ტებს ვუ­ზი­ა­რებთ ხოლ­მე, ახლა კი მხო­ლოდ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, რაც გან­წყო­ბას გვი­ფუ­ჭებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვი­ვახ­შმებთ 24-სა და 6-ში ღა­მით, რათა ოჯახს ერ­თად შეკ­რე­ბის მი­ზე­ზი გვქონ­დეს".

 

შო­ბის კა­თო­ლი­კუ­რი კა­ლენ­დრით, 25 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ვნა, ომის გამო პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სა­კი­თხი გახ­და. პუ­ტი­ნის შეჭ­რის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას ნება დარ­თო, რომ შობა, 7 იან­ვრის ნაც­ვლად, 25 დე­კემ­ბერს აღე­ნიშ­ნათ. ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლით, უკ­რა­ი­ნე­ლებს სურთ, თავი გა­ნა­რი­დონ რუ­სეთს და და­სავ­ლეთს და­უ­ახ­ლოვ­დნენ.

 

უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი მი­ძღვნილ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ზამ­თარ­თან გამ­კლა­ვე­ბა დას­ჭირ­დე­ბა და შო­ბის აღ­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­მა­ტა:

 

"ჩვენ ვიმ­ღე­რებთ სა­შო­ბაო სიმ­ღე­რებს - უფრო მხი­ა­რუ­ლად, ვიდ­რე ოდეს­მე - უფრო ხმა­მაღ­ლა, ვიდ­რე გე­ნე­რა­ტო­რის ხმაა. ტო­ტა­ლურ სიბ­ნე­ლე­შიც კი, ვი­პო­ვით ერ­თმა­ნეთს იმის­თვის, რომ მაგ­რად ჩა­ვე­ხუ­ტოთ და თუ გათ­ბო­ბა არ იქ­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთს ჩა­ხუ­ტე­ბით გა­ვათ­ბობთ. აღ­ვნიშ­ნავთ ჩვენს დღე­სას­წა­უ­ლებს, რო­გორც ყო­ველ­თვის, გა­ვი­ღი­მებთ და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, რო­გორც ყო­ველ­თვის. გან­სხვა­ვე­ბა ერ­თია. ჩვენ არ და­ვე­ლო­დე­ბით სას­წა­ულს, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვენ თვი­თონ ვქმნით მას“.

 

კი­ე­ვის გა­რე­უ­ბან­ში, VDNG-ის პარკში მი­სუ­ლი ოჯა­ხე­ბი, ნაძ­ვის ხის წინ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ძეგ­ლე­ბის ფონ­ზე იღებ­დნენ სელ­ფებს. შემ­დეგ მუ­შებ­მა ცა­რი­ე­ლი სა­ცი­გუ­რაო მო­ე­და­ნი გა­ა­სუფ­თა­ვეს და სტენ­დე­ბი დად­გეს, რომ­ლე­ბიც გრილ­ზე შემ­წვა­რი ხორ­ცი­სა და ბოსტნე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს ყიდ­დნენ. ალი­ნა ვლა­სი­უ­კი თა­ვის ორ მცი­რე­წლო­ვან ვაჟ­თან და ძმას­თან ერ­თად გა­მო­ვი­და პარკში, რათა შვი­ლის­თვის ტკბი­ლე­უ­ლი ეყი­და:

 

"ახ­ლოს ვცხოვ­რობთ და აქ იმი­ტომ გა­მო­ვე­დით, რომ სახ­ლში შუქი არ გვაქვს. სიბ­ნე­ლე­ში ჯდო­მას, აქ ყოფ­ნა ჯო­ბია“, - ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წელს მისი ოჯა­ხი შო­ბის დღე­სას­წა­ულს პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნავ­და 25 დე­კემ­ბერს.

 

რუ­სე­თის თავ­დას­ხმის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, კი­ე­ვის სო­ფი­ევ­სკას მო­ე­დან­ზე ბაზ­რო­ბა არ გა­ი­მარ­თა და მხო­ლოდ ნაძ­ვის ხე აღ­მარ­თეს. მე­რის, ვი­ტა­ლი კლი­ჩკო­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, ხე დად­გეს კი­ე­ვის მთა­ვარ რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თა­ნაც. სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბი გა­კეთ­და ზო­გი­ერთ მეტ­როს სად­გურ­ზეც, რომ­ლებ­საც, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი­სას, მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი თავ­შე­საფ­რე­ბად იყე­ნებ­დნენ.

 

წმინ­და სო­ფი­ას სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის დი­რი­ჟო­რი და და­მა­არ­სე­ბე­ლი, მი­კო­ლა ჰობ­დი­ჩი ამ­ბობს: "წელს მხო­ლოდ იმის­თვის ვლო­ცუ­ლობ, რომ ელექტრო­ე­ნერ­გია გვქონ­დეს. 22-ე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ და სახ­ლში მის­ვლი­სას სულ კორ­პუ­სის ფან­ჯრებს ვუ­ყუ­რებ, რომ გა­ვი­გო, არის თუ არა დენი. ასე ვი­გებ, მუ­შა­ობს თუ არა ლიფ­ტი, მექ­ნე­ბა თუ არა ცხე­ლი სა­დი­ლი და შეძ­ლე­ბენ თუ არა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან სტუმ­რო­ბას.“

 


კა­ტე­რი­ნა ბა­ლა­კაი და მისი ვაჟი, გლე­ბი მა­ინც ცდი­ლო­ბენ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა შე­იქ­მნან ომის ფონ­ზე. სან­ტა კლა­უ­სის­თვის მი­წე­რილ წე­რილ­ში, გლებ­მა მას ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნივ­თის ყიდ­ვა სთხო­ვა, რად­გან ფიქ­რობს, რომ წელს, სან­ტას ძვი­რი­ა­ნი სა­ჩუქ­რის სა­ყიდ­ლად საკ­მა­რი­სი ფული არ ექ­ნე­ბა. ბი­ჭუ­ნამ სან­ტას ომის დას­რუ­ლე­ბაც სთხო­ვა.

 

ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლის სა­შო­ბაო სურ­ვილს კი, იუ­ლია ახ­მო­ვა­ნებს: "ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლია, რომ წელს ომში გა­ვი­მარ­ჯვოთ და დიდი ხნის ნა­ნატ­რი მშვი­დო­ბა დამ­ყარ­დეს ქვე­ყა­ნა­ში“,- ამ­ბობს იუ­ლია ლე­ბე­დი­ნი, წლი­ნა­ხევ­რის პო­ლი­ნას დედა.

 

წყა­რო: theguardian

წაკითხვა 395 ჯერ