«Бук»-ბი“ ზეცას უყურებენ: სამხრეთის სამხედრო ოლქი საზენიტო „რობოტებით“ ძლიერდება“
რუსული გაზეთის „იზვესტიის“ («Известия») დღევანდელ, 30 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით «Бук»-ბი“ ზეცას უყურებენ: სამხრეთის სამხედრო ოლქი საზენიტო „რობოტებით“ ძლიერდება“, რომელშიც საუბარია რუსეთის სამხრეთ ნაწილში - კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების აღჭურვაზე ახალი საზენიტო კომპლექსებით.
„კავკასია და შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებით გადაიფარება: კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა «Бук-МЗ»-ებით აღიჭურვება, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - ახალ სარაკეტო კომპელექსებს შეუძლიათ გაანადგურონ არამხოლოდ თვითმფრინავები და ვერტმფრენები, არამედ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და თვით ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი სხვა მფრინავი აპარატებიც კი“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კრასნოდარის მხარეში განლაგებული 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა მაღალი მობილურობით გამოირჩევა და საჭიროების შემთხვევაში, მისი სწრაფი გადასროლა შეიძლება როგორც რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე საქართველოს საზღვრებთან ახლოს - შეგახსენებთ, რომ წინა თაობის მოძველებული «Бук»-ები ადრეც იყვნენ დროებით განთავსებულნი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - წერს გაზეთი და კიდევ ერთ ფაქტზე მიუთითებს - 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს იქვე ახლოს განლაგდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ჯარების პოლკი, რომელიც «Бук-М2» იყო აღჭურვილი.
„შავი ზღვა ბოლო წლებში აშშ-სა და ნატოს ყურადღების ცენტრში მოექცა - მის აკვატორიაში ხშირად შედიან აშშ-ის სამხედრო ხომალდები, რომლებსაც ბორტზე ფრთოსანი რაკეტები აქვთ. დასავლეთის ქვეყნების კუთვნილი დრონები ასევე რეგულარად დაფრენენ რუსეთის შავიზღვისპირეთის ახლოს. მაისის თვეში შავი ზღვის ცაზე უკვე აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიც გამოჩნდნენ... შესაბამისად, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს დგამს“
სტატიაში განხილულია «Бук-МЗ»-ების ტექნიკური მონაცემები, მათი უპირატესობა წინა თაობის რაკეტებთან შედარებით: ახალი საზენიტო კომპლექსები, რობოტების მსგავსად, ავტომატურად მოქმედებენ, რაკეტები მოდერნიზებულია, მათი ფრენის სიშორე და გამანადგურებელი ძალა 50%-ით არის გაზრდილი - ყოველ გამშვებ მობილურ კომპლექსზე, ოთხის ნაცვლად, ახლა უკვე ექვსი რაკეტაა დამონტაჟებული.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის