ამ გვერდის ამობედვა

"ამ სახის განცხადებები დანაშაულია"- სომხეთი მეწამორის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით

სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესაძლო განხორციელება არასდროს უხსენებიათ, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის განცხადება, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით, დანაშაულია.

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის განხორციელება არასდროს უხსენებიათ. ჩვენი დიპლომატები და პოლიტიკოსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე მუშაობენ. ამ სახის განცხადებები დანაშაულია,“- განაცხადა ოვანისიანმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში მათ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო იერიშის მიტანა შეუძლიათ.

 

„სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი არმიის უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა, ხოლო ეს კი სომხეთისთვის დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, - განაცხადა ვაგიფ დარგიახლიმ.

წაკითხვა 508 ჯერ