"მზად ვარ მოსკოვში ჩავიდე და ილჰამ ალიევს შევხვდე"- ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდეს და ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდეს.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, სომხეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს.
„თუ არ იქნება მეორე მხრიდან მზაობა, მთიან ყარაბაღში ჩვენი თანამემამულეების უფლებების დასაცავად ბოლომდე საბრძოლველად მზად ვართ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სიახლეები
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“ - დონალდ ტრამპი
- "რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მათი მიზანი მძიმე და შავბნელია" - გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე
- „დედიკოებო შეგიძლიათ ყოველი დღე საოცრებად აქციოთ, რადგან შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - ბარბარე ნიშნიანიძე
- "2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს"
