"ხელისუფლებამ დროულად უნდა უპასუხოს ჩვენს შეთავაზებას"
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის შეთავაზებაზე ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან.
უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის წინადადება მხარეებს პოზიციები დაახლოების საშუალებას აძლევდა.
„ჩვენ ველოდებით პასუხს, ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, რადგან ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა. დროულად უნდა იყოს პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე. ჩვენი წინადადება ნამდვილად იყო ის წინადადება, რომელიც მხარეებს აძლევდა საშუალებას, პოზიციები დაახლოებულიყო. ვნახოთ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და მათ გადაწყვეტილებაზე, რამდენად არიან მზად, დაძლიონ პოლიტიკური კრიზისი და ამის დაძლევის გზა არის მხოლოდ ერთი – ჩატარდეს ახალი არჩევნები. როგორ უნდა მივიდეთ ამ ახალ არჩევნებამდე, სწორედ ეს საგზაო რუკა დავდეთ ჩვენს ელჩებთან და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ქვეყნისთვის რისი გაკეთება სჯობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილი ოპოზიციის წინადადებებზე დეტალურად არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.
„მე ჯერჯერობით ვერ შევალ სიღრმეებში, რა წერია ჩვენს წინდადადებაში, თუმცა ამ დღეებში ამის დროც დადგება. როცა იქნება ოფიციალური პასუხი ხელისუფლებისგან, მაშინ ჩვენ უკვე შევძლებთ, საჯაროდ ვისაუბროთ იმ დოკუმენტზე, რომელიც წარვუდგინეთ ელჩებს. თუ ჩასატარებელია მესამე რაუნდი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პირველ სხდომამდე უნდა ჩატარდეს. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, დაახლოებით ერთი კვირა აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
- "მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი" - მარია ზახაროვა
- "სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული"
- "სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს?"