ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა - ნიკა მელია
“დამთავრებულია “ქართული ოცნება”, შემიძლია დავიფიცო”,- ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ -მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
“ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, დამთავრებულია “ქართული ოცნება”,- განაცხადა მელიამ.
''ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა