ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება
ნიკა მელიას მონიტორინგს სასამართლო ელექტრონული სამაჯურით მოახდენს, - აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მელიამ იქვე დასძინა, რომ მისთვის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
„მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გააკეთებინა... გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ალბათობა იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა, იყო, თუმცა რთულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა. ამას ვერავინ შეძლებს დუნიაზე, მაგრამ ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, მეტიც, დამიმატეს და რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონული სამაჯურის ტარებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“