ბიძინა ივანიშვილი იმერეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმერეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტის აქტივის წევრები ესწრებოდნენ.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.
პარტიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საოლქო ორგანიზაციებს. შეხვედრები პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გრძელდება.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა