საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც კომიტეტმა შეისწავლა და დადასტურდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშია შესული. მისივე თქმით, საკითხს კომიტეტი ფორმალურად განიხილავს და შინაარსში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა