,,ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილზე უსამართლო ადამიანი არ მინახავს" - ირმა ინაშვილი
,,არჩევნები გაყალბდა ამ ქვეყანაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. არჩევნები ყალბდებოდა არჩევნებამდე, როცა მიდიოდა ამომრჩევლის მოსყიდვა", - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაყალბება არავის შერჩენია და არც ,,ქართულ ოცნებას" შერჩება. ინაშვილის თქმით, პარტიის ლიდერის გარეშე არაფერი ხდება.
როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილზე უსამართლო ადამიანი არ შეხვედრია.
,,ჩვენი ათიათასობით ხმა მიიტაცა ,,ქართულმა ოცნებამ" და სწორედ ამ კობახიძეებს და მდინარაძეებს, დღეს რომ გგონიათ ცხენზე სხედხართ, სხვა რამეზე გადასხდებით, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს. არ ვაპირებთ გაჩერებას და დანებებას. ის რაც ხდება, არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გარეშე, არ ველოდი, რომ ივანიშვილი იქნებოდა ასეთი უსამართლო კაცი, მე ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს მასზე უფრო უსამართლო ადამიანი და ძალიან მტკივა გული ამ სამწუხარო აღმოჩენის გამო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე