"ვთავაზობ „ოცნებას“, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა"
„მე რომ ვიყო ხელისუფლება და ასეთ პოლიტიკურ კრიზისში ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი, არ მეშინია კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების, არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს ვთქვათ გაზაფხულზე, მოვამზადებ სათანადო საკანონდებლო ცვლილებებს ოპოზიციასთან ერთად და კიდევ ერთხელ დავდებ შედეგს“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, გამოსავალი ახალ არჩევნებს დანიშვნაა.
„მე ვთავაზობ „ოცნებას“, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა. შეუძლია მას ამის გაკეთება. მეცხრე მოწვევის პარლამენტს შეუძლია კონკრეტული ცვლილებების განხორციელებაც და სხვათაშორის, შესაძლებელია, მეცხრე მოწვევის პარლამენტს კიდევ გაუხანგრძლივდეს საქმიანობის ვადა და ამ პერიოდში განვახორციელოთ ეს ცვლილებები. სხვადასხვა ვარიენტებზე შეგვიძლია მსჯელობა და განხორციელება“,-განაცხადა ინაშვილმა.
სიახლეები
- "ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ლამის დედამიწის ნახევარს შეეხო, ეს არის აშშ-ის შიდა საკითხი, რაზეც ახალი ადმინისტრაცია დიდი ხანია, საუბრობს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 იანვრისთვის
- "მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს" - სალომე ზურაბიშვილი
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
