"პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ!"-ირმა ინაშვილი
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მოტივირებული ვარ, რომ ყველას ბოლომდე ჩამოვხადო ნიღაბი. არასდროს მიგრძვნია საკუთარ თავში ისეთი ძალა, როგორსაც დღეს ვგრძნობ. პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ!!! ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ ისინი, რომლებმაც ყველა მხრიდან "ცეცხლი" გაგვიხსნეს, მხოლოდ მაძლიერებს და თქვენს გასანადგურებლად მიმაღლებს მოტივაციას ეს სამარცხვინო შტურმი. მალე გაჩვენებთ, ვინ ვისი ნამდვილი აგენტი ხართ და ვინ ვის დაკვეთას ასრულებთ. ყველა ერთის ანუ ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდით? ოცნება და ნაცების კრიმინალური პოლიტჯგუფები ერთ ხმაში მღერით?! სხვას არც ველოდი თქვენგან. ბნელი მედალი კი არა, ამ ქვეყნის წურბელები ხართ. გამოწოვეთ ქართველ ხალხს სიცოცხლის ენერგია და ხალისი. ადამიანები ცოცხალ გვამებად აქციეთ, ისე გააღატაკეთ. სოხუმი და ცხინვალი კი არა, თქვენი სკამების გარდა, არაფერი გადარდებთ. ცრუ, ფლიდი, მზაკვარი და უწესო ხალხი ხართ.
ფარატინა ფურცელი მტკიცებულება ყოფილა და პროკურატურას 56 000 მოწმემ ჩვენება რომ მისცა, ის არაფერი? ახლა გაჩვენებთ, შპიონაჟს ვინ ეწევა და სამშობლოს ვინ ღალატობს. დაგველოდეთ,"- წერს ის.
სიახლეები
- "ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ლამის დედამიწის ნახევარს შეეხო, ეს არის აშშ-ის შიდა საკითხი, რაზეც ახალი ადმინისტრაცია დიდი ხანია, საუბრობს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 იანვრისთვის
- "მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს" - სალომე ზურაბიშვილი
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
