"აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს"
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრას მნიშვნელოვნად აფასებს. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იყო.
ამასთან, როგორც ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან მისი აზრით, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის მაღალი კლასის დიპლომატი. არის ინფორმირებული საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. კონკრეტულად მე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რასაც საჯაროდ ვაფიქსირებ თქვენ წინაშე. აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების, ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ დღეს უბრალოდ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე
