May 15, 2024

"შეზღუდვები, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს"

კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვები, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო გამოაცხადებს, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს.

 

„ორი განსაკუთრებული თვე იქნება – დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეეძლება ხალხს გააცნოს, ეს იქნება საკოორდინაციო საბჭო. შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანების მობილობაზე გავლენას ახდენს, კონკრეტულად რომელ მათგანს შეეხება არ ვიცით. ეს არის იმისთვის, რომ პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში", – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება.

წაკითხვა 388 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.