May 14, 2024

კორონავირუსით მეტროს 20-მდე მემანქანეა დაინფიცირებული

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თბილისის მეტროში დაინფიცირებულია 20-მდე მემანქანე, ხოლო თბილისის მეტროში დასაქმებულია 220 მემანქანე, შესაბამისად მეტროს მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.

„ზოგადად, კომპანიას აქვს ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც აღმოაჩნდებათ სიმპტომი უტარებს ტესტირებას, რომელიც მოიცავს, როგორც პისიარ, ისე ერთჯერად ტესტს. მათ დაინფიცირებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ვერ დავუკავშირებთ, ვინაიდან მემანქანის კაბინა არის იზოლირებული მგზავრებისგან, შესაბამისად, მათ მგზავრთან არანაირი შეხება არ აქვთ. საიდან არიან დაინფიცირებულები ზუსტად არ ვიცით“, – განაცხადა რობაქიძემ.

წაკითხვა 428 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.